LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა – 10 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთ საუკეთესოდ ქუთაისი დასახელდა

ქუთაისი

ქუთაისის მერია, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვაში 10 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად დასახელდა.

წარმატებული, გამჭვირვალე, ადეკვატური, გაზიარებადი, მდგრადი – ეს ის კრიტერიუმებია, რომლებითაც სპეციალურად შექმნილი წარმომადგენლობითი კომისია, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2018 წლის კონკურსში მონაწილე მუნიციპალიტეტების პროექტები შეაფასა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი დღეს გაიმართება, სადაც ქუთაისის მერიას შესაბამისი ჯილდო გადაეცემა.დღესვე გაიმართება საუკეთესო პრაქტიკისადმი მიძღვნილი სპეციალური კონფერენცია სლოგანით – „კარგი მაგალითი გადამდებია“.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციამ (NALAG), პროექტის – „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) – ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი , მუნიციპალიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენისა და გამოცდილების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარების მიზნით გამოაცხადა.

N4ED-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იმუშავებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g