LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურ ქსელში შონ მენდესისა და კამილა კაბეიოს რომანზე ალაპარაკდნენ (ფოტო)

411
15760874-0-image-a-290_1562569184283

შონ მენდესისა და კამილა კაბეიოს მეორე ერთობლივი ნამუშევრის – Señorita გამოსვლიდან მალევე, სოციალური ქსელი ვარსკვლავური წყვილის შესაძლო რომანზე ალაპარაკდა.

კადრს მიღმა - როგორ იღებდნენ შონ მენდესისა და კამილა კაბეიოს ახალ კლიპს (ვიდეო)

როგორ იღებდნენ მუსიკალური რგოლს, რომელიც სავსეა რომანტიკული და პიკანტური სცენებით, იხილეთ კადრს მიღმა.

აღსანიშნავია, რომ ეჭვის საბაბი მომღერლების პირველი ერთად გამოჩენა გახდა. პაპარაცებმა ისინი ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობისას, ხელჩაკიდებული გადაიღეს. ფოტოებზე, კანადელი და კუბელი შემსრულებლების  ჩახუტებაც ჩანს.

ჯერჯერობით უცნობია რამდენად რომანტიკულია ახალგაზრდა ვარსკვლავების ურთიერთობა. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მათი შეხვედრა მეგობრული ხასიათის იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები