LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მიუნხენიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს

306
სალომე ზურაბიშვილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეს.

აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ვიდეოში ჩანს, რომ მოქალაქე ჯერ სალომე ზურაბიშვილთან მიდის და მას მოღალატეს უწოდებს, შემდეგ კი მე-5 პრეზიდენტის მისამართით კვერცხებს ისვრიან.

„ქეში მოგაქვთ თუ გერიცხებათ?“ – მიმართა ერთ-ერთმა პირმა სალომე ზურაბიშვილს.

კადრებში ჩანს, რომ მე-5 პრეზიდენტს რამდენიმე ნასროლი კვერცხი ხვდება.

„სოფლის გამგებლად არავინ აირჩევდა, წუმპედან ამოიყვანა „ქართულმა ოცნებამ“… რა უკვირს? არ ვეუბნებოდით, რომ გადაადგილება გაუჭირდებოდა?“ – გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

ცნობისთვის, გუშინ, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიუნხენიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასაც დახვდნენ და მასაც კვერცხები ესროლეს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ ეს იყო წინასწარ ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“, რომელიც მათ ადგილზე „ქართულმა ოცნებამ“ დაახვედრა.

⭕ მიუნხენიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს

⭕ სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მიუნხენიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს #fortunage

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on სამშაბათი, 18 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g