LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური ქსელი X ყველასთვის ფასიანი ხდება

277
მასკი

ილონ მასკის განცხადებით, სოციალური ქსელი X (ყოფილი Twitter) ყველა მომხმარებლისთვის ფასიანი გახდება. აღნიშნულ პლატფორმაზე რეგისტრირებულ პირებს ყოველთვიურად გარკვეული თანხის გადახდა მოუწევთ.

ჯერჯერობით უცნობია, რა ეღირება X-ის საბაზისო პაკეტი, X Premium-ის ღირებულება კი ამჟამად 8 დოლარს შეადგენს.

მასკის განმარტებით, ფასიან მოდელზე გადასვლა კომპანიას განვითარების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, ეს ცვლილება პლატფორმაზე ბოტების და ტროლების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რადგან თითო ანგარიშზე მხოლოდ ერთი საბანკო ბარათის მიბმა იქნება შესაძლებელი, რითაც ყალბ მომხმარებლებს ასობით ანგარიშის ერთდროულად კონტროლის საშუალება აღარ ექნებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g