ავთო ძაგანია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ ვანის რაიონის სოფელ ბზვანში კრაზანების ასეთი შემოსევა არ ახსოვთ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიმართავს, მოსწყდნენ ოფისს და ჩავიდნენ გლეხებთან საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად.
გთავაზობთ სტატუსს:
„დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს!! ვეპატიჟები სოფლებში, პირველ რიგში, იმისთვის რომ გაიგონ რამდენ ოჯახს მიუწვდება ხელი კომპიუტერთან და ინტერნეტთან, რომ შემდეგ ერთად დავთვალოთ, რამდენი გლეხი ახერხებს მათ საიტზე და სოციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის წაკითხვას! და იქნებ მერე მაინც მიხვდეთ რამდენად საჭიროა საინფორმაციო შეხვედრები სოფლებსა და რეგიონებში!
ვანის რაიონში სოფელ ბზვანში არასოდეს არ ყოფილა მსგავსი ჯიშის და რაოდენობის კრაზანები რაც წელსაა, მესმის თქვენი პოზიცია, რომ კრაზანები ყველგან იკბინებიან და ამერიკაშიც არიან კრაზანები (გაგიკვირდებათ და ეგ ჩვენც ვიცით, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში კრაზანა იკბინება და ამერიკა რა შუაშია, იქნებ ამიხსნათ, ბატონებო), მაგრამ კრაზანების რაოდენობის ზრდა, ჯიშების გამრავალფეროვნების გამომწვევი მიზეზი და მისი მოსპობის გზები არ ვიცით, მესმის ასევე, რომ არც ერთ სამინისტროს და ცენტრს არ გყოფნით კვალიფიკაცია იმის, რომ მსგავსი საკითხები გამოიძიოთ და ეძებოთ პრობლემის გადაჭრის გზა.
ბოლო პრობლემა, რაც სოფელს ასე შეეხო, იყო ფაროსანები და პირადად ჩემ სოფელს კარგად ახსოვს, როგორც მოაგვარეთ (იაფფასიანი საწამლავით შეწამლეს სოფელი და ფაროსანების მაგივრად ამოხოცეს ფუტკრების ყველა ოჯახი, რომლებსაც სოფლის მოსახლეობა შვილებივით უვლიდა). ფაროსანების რაოდენობამ ცოტათი იკლო. ყოჩაღ :))))!!
დღეს გავიგე, რომ იმერეთში 2 ადამიანი მოუკლავს კრაზანას! 2 ჯანმრთელი არაალერგიული ადამიანი!! ვუზიარებ მათ ოჯახებს და ბოდიშს ვუხდი!! ბოდიშს ვუხდი იმისთვის, რომ ჯანდაცვის და არამარტო ჯანდაცვის სხვა სამინისტროებიც არაფრის მცოდნე ხალხით რომაა დაკომპლექტებული, წვლილი მეც მიმიძღვის! #მრცხვენიხართ
სოფელში ხალხი შუქს ვერ ანთებს (არა იმიტომ, რომ გადასახადი ისეა გაზრდილი საშუალება არა აქვთ), სოფელში ბავშვებს სათამაშოდ ვერ უშვებენ, სახლში ჰყავთ ჩაკეტილი, ხოლო გარეთ კრაზანები ბატონობენ! უფროსს უმცროსს ჯიბეში დექსამეტაზონი უდევს იქნებ ამან მაინც გადამარჩინოსო ფიქრობენ (ისე იქნებ დექსამეტაზონის გაძვირება მაინც არ იჩქაროთნ ხალხს ამის იმედი დარჩა მხოლოდ).
წლებია, საქართველოს მთავრობები ხელს უწყობენ და ყველაფერს აკეთებენ „არასწორი ურბანიზაციის დონის გაზრდისთვის“, რომ სოფლებში ცხოვრება გაუსაძლისი გახდეს. ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ გლეხმა კაცმა ვერ შეძლოს ოჯახის შენახვა!! და დღეს იქნებ ამ ნახევრად დაცლილი სოფელს მაინც მიხედოთ და შიმშილისგან დაღლილ და დაქანცულ ხალხს კრაზანებს მაინც ნუ მოვაკლევინებთ!!!
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) სოფლის მეურნეობის სამინისტრო / Ministry of Agriculture of Georgia შეიძლება, ზედმეტს ვითხოვ, მაგრამ ცოტა ჩვენც მოგვხედეთ!!“