LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფია სებისკვერაძე: „სასამართლოში ვარ დაბარებული, ჩემზე საქმეა აღძრული, სავარაუდოდ, ბრალად მედება ქვეყნის სიყვარული და ბრძოლა ახალი თაობის ნათელი მომავლისთვის“

190
სოფია სებისკვერაძე

მსახიობი სოფია სებისკვერაძე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ 27 მაისს, სასამართლო პროცესზეა დაბარებული.

„ჩემზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არის შედგენილი, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას ითვალისწინებს.. უნდათ რომ შემეშინდეს, ჩავიკეტო სახლში და გამოსვლა არ მომინდეს“ – ნატალია ყიფშიძე

ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლით არის აღძრული:

„დამირეკეს ახლა. სასამართლოში ვარ დაბარებული, 174 მუხლით აღძრულია საქმე ჩემზე. 27 მაისს შევხვდებით სასამართლოში, სავარაუდოდ, ბრალად მედება ქვეყნის სიყვარული და ბრძოლა ახალი თაობის ნათელი მომავლისთვის“, – წერს სოფია სებისკვერაძე.

დამირეკეს ახლა. სასამართლოში ვარ დაბარებული 174 მუხლით აღძრულია საქმე ჩემზე. 27 მაისს შევხვდებით სასამართლოში სავარაუდოდ…

Posted by Sofia Sebiskveradze on პარასკევი, 24 მაისი, 2024

„გვითხრეს, რომ 24 აპრილს გადავკეტეთ გზა… შეშინებული კი არა, მეცინება ამ ყველაფერზე“ – ნატალია ყიფშიძის სასამართლო გადაიდო