LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფიო ხუნწარია: როგორ ორგანიზებულად დაირაზმნენ, როგორ ყრიდნენ ინფორმაციას ჯგუფში ყველა სახლზე, სარდაფზე..რუკის გაკეთება დაიწყეს, რომ სცოდნოდათ ვინ სად არის..რა ხალხი ვართ, ვინ მოგვერევა?!

1446
fot (2)

პროდიუსერი სოფიო ხუნწარია გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, რა დროსაც 11 წლის გოგონას სამძებრო სამუშაოებში მთელი ქალაქი გულმოდგინედ ჩაერთო.

როგორც ხუნწარია წერს, ხალხმა საოცარი ერთიანობა გამოავლინა.

„მეგობრებო არ ვიცი ეს რა შეგრძნებაა!

დიდი მადლობა ვინც ქუჩაში იყო.

არ შემიძლია არ დავწერო: ვოცაფში გაკეთდა ჯგუფი, სადაც 900 კაცი გაერთიანდა. ქუჩაში ალბათ ბევრად მეტი გავიდა. როგორ ორგანიზებულად დაირაზმენ, როგორ ყრიდნენ ინფორმაციას ჯგუფში ყველა სახლზე, სარდაფზე, ყველა ადგილზე სადაც იყვნენ და შეამოწმეს. რუკის გაკეთება დაიწყეს, რომ სცოდნოდათ ვინ სად არის. ექსელში- ერთი დალოცვილი ყრიდა ინფორმაციას სახლის მისამართებზე-რომ სცოდნოდა სხვებს რა შემოწმდა. მთელი თბილისი დაიძრა. წერდნენ საბურთალოდან გავდივარ გამომყევით, ასე იწერებოდნენ სხვადასხვა უბნებიდან. (ამრევებიც იყვნენ და ერთი კარგი გინებაც მიიღეს ჩემგან) რა ხალხი ვართ მაინც❤️ვინ მოგვერევა?! ვერავინ!!! ასე რა! პატრულსაც მადლობა ვუთხრათ.

რაც მთავარია კარგად დასრულდა ყველაფერი. მადლობა ხალხნო ასეთი ერთიანობისთვის. დღეს ვეღარც დავიძინებ. ერთი წერდა ჯგუფში ახლა წავიდეთ და ერთად დავლიოთ ყველამო:))) მადლიბა იმ საყვარელ ძაღლს თუ ამ ორ ბიჭს რომლებმაც იპოვეს ბავშვი ❤️ სხვადასხვა ვერსიაა! მადლობა” – წერს სოფიო ხუნწარია.

 

დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის გოგონა იპოვეს

ნათია ფანჯიკიძე: „რა ჯანმრთელი და ყველაზე კარგი ხარ ჩემო ქვეყანა, როცა არ კითხულობ, ნაცია თუ ქოცი, გეი თუ არაგეი, გვარსაც არ კითხულობ, ეთნიკურად რა წარმომავლობისაა, არც მშობლების სოციალურ მდგომარეობას იკვლევ, უბრალოდ დგები და დახმარებას იწყებ“

„დღის გმირები, ამ სუპერ ბიჭებმა იპოვეს მძინარე მარიამი“ – ვინ არიან ბიჭები, რომლებმაც დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის გოგო იპოვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g