LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წილი საქართველოში მცირდება

33058880_2082539591774132_1669027267637936128_o

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 729 600 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 58.3 პროცენტი ქალაქში, 41.7 პროცენტი კი, სოფლად ცხოვრობს.

2018 წლის „სტატისტიკური წელიწდეულის“ თანახმად, გასულ წელს ქალაქში მოსახლეობის 58 პროცენტი, სოფლად კი, 42 პროცენტი ცხოვრობდა. შესაბამისად, გაზრდილია ქალაქად მცხოვრებთა წილი, ხოლო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია.

სტატისტიკის თანახმად, სოფლად მცხოვრებთა წილი წლებია, იკლებს: 2015 წელს ეს მაჩვენებელი 42,6 პროცენტი იყო, 2016-ში კი – 42.3 პროცენტი.

magti 5g