იტალიური სოფლების იმ სიას, რომლებიც ბინებსა, თუ სახლებს 1 ევროდ ყიდიან, იტალიური ქალაქი ტარანტოც შეუერთდა. საპორტო ქალაქი ტარანტო სამხრეთ იტალიაში მდებარეობს. ის არის ტარანტოს პროვინციის დედაქალაქი და ამავე დროს როგორც მნიშვნელოვანი საპორტო კომერციული ქალაქი, ასევე იტალიის მთავარი საზღვაო ბაზა.
როგორც იტალიურ გაზეთ Il Corriere della Sera – ს იტალიის მემკვიდრეობისა და საბინაო პოლიტიკის საკითხებში მრჩეველმა ფრანჩესკა ვიგგიანომ განუცხადა, ბინების 1 ევროდ გაყიდვის მიზანი, ახალგაზრდობისგან თითქმის დაცლილი ქალაქისთვის, ახალი სიცოცხლის მიცემაა. აღნიშნული ინიციატივა საბოლოოდ მიზნად ისახავს ტარანტოს გაახალგაზრდავებას 25,000 ახალი მოსახლით ძველ ქალაქში, ანუ ტანარტოს ისტორიულ ცენტრში.
აღსანიშნავია, რომ მე-19 საუკუნიდან დღემდე, ტარანტოს ისტორიულ ცენტრში მოსახლეობის მკვეთრი შემცირდება შეინიშნება. ქალბატონი ვიგგიანო ამბობს, რომ ქალაქის აღორძინების გასაღები არის ისტორიული ცენტრი: ”ეს არის ბირთვი, საიდანაც ტარანტო უნდა დაიწყოს თავიდან“.
სიცილიაში სახლები ერთ დოლარად იყიდება
იტალიური ქალაქები ნელ-ნელა იცლება და ბევრ მათგანში ძველი სახლის შეძენა ლამის ესპრესოს ფასადაა შესაძლებელი
ცნობისთვის, ის ვინც იტალიის ამ ულამაზეს ქალაქში ბინებს 1 ევროდ შეიძენს, ვალდებულია ჰქონდეს საკმარისი თანხა ნაყიდი უძრავი ქონების აღდგენისა და განახლებისთვის. თანხა საშუალოდ 300,000 – 800,000 ევრომდე უნდა მერყეობდეს – ეს დამოკიდებულია ქონების ზომასა და საჭირო სამუშაოს ოდენობაზე. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით სავალდებულოა, რომ მყიდველმა არა მხოლოდ გააცოცხლოს ნაყიდი შენობა, არამედ იქ დასახლდეს კიდეც, ან სულ მცირე გამოიყენოს დასასვენებელ სახლად შვებულებების, უქმეების პერიოდში.
არსებული ინფორმაციით, ტარანტოში ბინების შეძენით დაინტერესებული პირები უკვე გამომჩნდნენ ისეთი დიდი ქალაქებიდან, როგორებიცაა: ნიუ – იორკი, მილანი და რომი.


