პრემიერ მინისტრი სოფლის მეურნეობის მიმართულებების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ფერმერობის მხარდაჭერა გამოწვევების პარალელურად, ახალ ფასეულობას იძენს.
გიორგი გახარიას თქმით, ფერმერთა მხარდასაჭერად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქმედითი და ეფექტური გეგმა შეიმუშავა.
„სოფლის აღორძინება, ფერმერობის მხარდაჭერა დღეს ახალ ფასეულობას და განზომილებას იძენს იმ გამოწვევების პარალელურად, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით თუნდაც სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით და პირველადი პროდუქტებით ქვეყნის მომარაგების კუთხით. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა აბსოლუტურად ეფექტური და ქმედითი გეგმა ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი მოსახლეობისთვის და პირველ რიგში ფერმერებისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.