LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფლის მეურნეობა არის დარგი, რომელსაც შეუძლია არა მარტო გამოკვებოს ქვეყანა, არამედ ექსპორტზეც გავიდეს – პრემიერი

131
miwa

პრემიერი აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია რაღაც მიმართულებებით არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ ექსპორტის მიმართულებით პოტენციალიც ჰქონდეს. თუმცა, იქვე გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია მარტივი საქმე არ არის.

„სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია რაღაც მიმართულებებით არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ ექსპორტის მიმართულებით პოტენციალიც ჰქონდეს. არ არის ეს მარტივი. მიწები ძალიან დაქუცმაცებულია, ზოგან წყლის პრობლემაა, ზოგან ცოდნის პრობლემაა, ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ნელ-ნელა აქეთ უნდა წავიდეთ. სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია უნდა მოხდეს, მაგრამ ვერ მოხდება ეს ერთ დღეში. ჩვენ როდესაც გადავწყვიტეთ, რომ სოფლის მეურნეობა ყოფილიყო მეორე დარგი, რომელსაც დავხმარებოდით, მარტივი ახსნა ჰქონდა ამას. გასაგებია, პირველი დარტყმა ტურიზმმა მიიღო, მაგრამ მეორე დარტყმა მიიღო სოფლის მეურნეობამ იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობას რაც ჰქონდა დაგეგმილი, იყო იმ ტურისტზეც გათვლილი, რომელიც ვერ ჩამოვიდა“, – ამბობს გახარია.

პრემიერის გამარტებითვე, ფერმერს ახლა სჭირდება დახმარება და სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომლის დახმარებაც აუცილებელია ეკონომიკურადაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g