LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბათილაშვილი: „ვწერ ამას ხელების კანკალით და თვალებში დაგუბებული ცრემლებით… არ ვუჭერ არც ერთ ხელოვანს მხარს, რომელიც ყვავილებს ხატავს და ყვავილებზე მღერის!..“

342
სოფო ბათილაშვილი

მომღერალი სოფო ბათილაშვილი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება:

„ძალიან მტკივნეულია ის, რაც გუშინ საკუთარი თვალებით ვნახე, ძალიან მტკივნეულია ის, რასაც გვიშვრებიან ყველას, მათ შორის, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ ადამიანებს, რომლებმაც კარგად ვიცით თავისუფლების ფასი და არ დავთმობთ არაფრის ფასად.

ძალიან მტკივნეულია იმის ნახვა, როგორ სცემენ შენს თანატოლს, ან რა მნიშვნელობა აქვს, ნებისმიერ ადამიანს, იმის გამო, რომ არასწორი, მავნე კანონის წინააღმდეგ და ამ ქვეყნის ნორმალური მომავლისთვის იბრძვის. ვწერ ამას ხელების კანკალით და თვალებში დაგუბებული ცრემლებით. სიბრაზეს და უსამართლობის განცდას ვყავარ მოცული.

მე არ ვარ მომღერალი, რომელიც ხელებს ლამაზად შლის და მღერის ყვავილებზე. არ ვარ ადამიანი, რომელსაც ან პირიდან თაფლი გადმოსდის, ან ოდესმე ტყუილად და ყალბად გაგიღიმებს.

თუ რაიმემ ეს წარმოდგენა შეგიქმნათ ჩემზე, ძალიან უცნაურია. ესე იგი, არ მიცნობთ და არ მომისმინოთ, არ იყიდოთ ჩემს კონცერტზე ბილეთი და გამაქრეთ თქვენი სივრციდან. მე ჩემს საქმეს პროტესტით ვემსახურები. იმას, რასაც ახლა ვქმნი და ვამზადებ, რომ თქვენც მალე მოგასმენინოთ, ვქმნი იმიტომ, რომ რაღაც მაქვს სათქმელი. სხვანაირი არც მუსიკის მწამს, არც მხატვრობის, არც არაფრის და არ ვუჭერ არც ერთ ხელოვანს მხარს, რომელიც ყვავილებს ხატავს და ყვავილებზე მღერის.

„კანონი გაიწვიეს! ხალხის ძალას ჯერ ვერვინ შეწინააღმდეგებია! ძალიან მრცხვენია, რომ აქციაზე მეც თქვენთან ერთად არ დავშავდი…“ – ნინი შერმადინი

მთელი ცხოვრება აპარტიული ვიყავი.თუ ვინმესთვის ხმა მიმიცია,მხარი დამიჭერია და მომავალში დავუჭერ,მხოლოდ იმიტომ რომ მათში ვხედავდი ან დავინახავ უკეთეს ალტერნატივას.

უკვე დიდი ხანია,ვერავიში ძალას ვერ ვხედავ,გარდა ხალხისა.

მეც ამ ხალხის ნაწილი ვარ, რომელიც მზადაა იქამდე იბრძოლოს, სანამ მიზანს არ მიაღწევს და საჭიროების შემთხვევაში თავს შეაკლავს რეჟიმს. იმიტომ, რომ არაფერი სხვა არ არსებობს თავისუფლების გარეშე, არ ვიცი სად და რაზე უნდა ვიმღერო, რა მუსიკა უნდა ვწერო ან რა უნდა ვაკეთო, როცა ჩემი სამშობლო იღუპება.

გუშინ აქციაზე პატარა ბავშვი გამოვიდა სიტყვით, საქართველოში ჩამოვედი, იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა ცუდადააო. ამაზე ზუსტი შეფასება არ მომისმენია.

არ ვიცი, სხვანაირად როგორ იხსნება, რომ არ გვინდა რუსეთი, არ ვიცი სხვანაირად როგორ იხსნება,რომ ხალხია საშიში და არა რობოკოპები. დაგვშლით? კიდევ გამოვალთ! მოგვწამლავთ? კიდევ გამოვალთ! გვცემთ? მაინც გამოვალთ! დაგვიჭერთ? ჩვენი სხვა მეგობრები გამოვლენ! იმათაც დაიჭერთ? ყველას დაიჭერთ? რამდენ ათას კაცს დაიჭერთ?

არ გვეშინია,არა! თქვენ ხართ ის,ვისაც უნდა ეშინოდეს.

თითოეული ადამიანის ბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ეს ბრძოლა იქამდე გაგრძელდება,ვიდრე რეჟიმზე და ბოროტ იმპერიაზე გამარჯვება არ მოვა“.

სოფო ნიჟარაძე: „ჩალის ფასი აქვს მათ სიტყვას, სანამ სისრულეში არ მოვა დანაპირები!“

საკუთარ შვილებთან ომი ჯერ არავის მოუგია! მადლობა ბავშვებო, თქვენ მოიგეთ ეს ომი! შიში გადატყდა! თაობა გაიზარდა! – ირმა შარიქაძე

გორგილაძე კანონპროექტის გაწვევაზე: მიღწეულით კმაყოფილება სწორია.. შეეშინდათ თქვენი რაოდენობისა და შემართების, ზნე არ უცვლიათ

mazda magti 5g