ფოტოხელოვანი ირმა შარიქაძე უმრავლესობის მიერ ე.წ. „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევას ემოციური სტატუსით ეხმიანება.
საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია
ირმა შარიქაძე მადლობას უხდის ახალგაზრდებს და აღნიშნავს, რომ ახალმა თაობამ ომი მოიგო:
„შიში გადატყდა! თაობა გაიზარდა! დემონსტრანტები ძირითადად სტუდენტები იყვნენ – ჩემი და ჩვენი შვილები!
ასეთი გააზრებული და ძლიერი პროტესტი არასდროს მინახავს, ამას ვერაფერი ვერ შეაჩერებს! გარდაუვალი დიდი ცვლილებების დროა! რუსეთში დაბრუნებას არავინ აპირებს! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!
კანონი გაიწვიეს! საკუთარ შვილებთან ომი ჯერ არავის მოუგია! ეს ახალი თაობის გამარჯვებაა მადლობა ბავშვებო თქვენ მოიგეთ ეს ომი!“ – წერს ირმა შარიქაძე სოციალურ ქსელში.