მომღერალი სოფო ნიჟარაძე უმრავლესობის მიერ ე.წ. „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევას ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს, რომ უმრავლესობის განცხადებებს „ჩალის ფასი აქვს“.
საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია
„ჩალის ფასი აქვს მათ სიტყვას, სანამ სისრულეში არ მოვა დანაპირები!“, – წერს სოფო ნიჟარაძე.
სერგი კაპანაძე: პირველი მოსმენით მიღებული კანონის „გაწვევა“ არ არსებობს – საქმით უნდა აჩვენო „გაწვევა“, დააყენო მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ჩააგდო
„რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით“ – ლევან ალაფიშვილი
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიონ კანონპროექტი“.
„ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში.
ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით“,- ნათქვამია განცხადებაში.
„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად“ – ევროკავშირის წარმომადგენლობა „გავლენის აგენტების“ კანონპროექტის გაწვევაზე
ნანუკა ჟორჟოლიანი: კანონი გაიწვიეს!! ხალხთან ჯერ არავის მოუგია ომი! ესენიც დამარცხდნენ, გაიმარჯვა საქართველომ! ბავშვებო, ახალგაზრდებო, მადლობა! თქვენ მოიგეთ ეს ომი!
„ჩაისვარეს, დასვარეს ყველაფერი, შეეშინდათ და წინა დღეების ბაქიბუქის მიუხედავად, მაინც მოუხდათ უკან დახევა! რაო ხელისუფლებავ, შოკში ჩავარდით ახალგაზრდობის პროტესტით?! ვერ მოერევით ამ თაობას, ვერა!“ – გრიგოლია
„კანონი გაიწვიეს! ხალხის ძალას ჯერ ვერვინ შეწინააღმდეგებია! ძალიან მრცხვენია, რომ აქციაზე მეც თქვენთან ერთად არ დავშავდი…“ – ნინი შერმადინი
დღეს და ხვალ პარლამენტის ტერიტორიაზე ვიზიტორების, აკრედიტებული მედიისა და პარლამენტის წევრების დაშვებაზე შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს
„კანონპროექტის შემოგდება მიშაზე დემარშის გადასაფარად იყო, ხელისუფლებაც „დემოკრატებად“ წარმოჩინდა“ – ხაჭაპურიძე