ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია უმრავლესობის მიერ ე.წ. „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევას ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს, რომ „ბრძოლა საზოგადოებამ მოიგო და ახლა ვინც აპროტესტებდა, ყველას წინააღმდეგ ქოცური ომი დაიწყება“.
საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი უკან გაიწვია !!
ჩაისვარეს, დასვარეს ყველაფერი, დაუპირისპირდნენ საკუთარ ახალგაზრდობას, არბიეს, ააოხრეს ქუჩაში გამოსული მოქალაქეები და მათი შეუპოვრობა რომ დაინახეს, შეეშინდათ და წინა დღეების ბაქიბუქის მიუხედავად, მაინც მოუხდათ უკან დახევა !
რაო ხელისუფლებავ, შოკში ჩავარდით ახალგაზრდობის პროტესტით?! აი ეგრე!!! ვერ მოერევით ამ თაობას , ვერა!!!
მადლობა, ახალგაზრდებო ❤️
P.s ახლა გამოდით 76 ხელის მიმჭერი და ორიც – მერე ჩასვრილი და საკუთარ თავებს ჰკითხეთ,რა ისტორიულ შარში გაეხვიეთ. როგორ შევა ეს დღეები ისტორიაში? გითხრათ როგორც? ევროპაზე უარით, პუტინის კანონით ცდილობდით საზოგადოების მოხრჩობას, მოთვინიერებას და საზოგადოება დაგიპირისპირდათ და მიგაყენათ კუთხეში!
აი, ეგრე შევა ეს დღეები ისტორიაში✌️❤️
ამ ეტაპზე ბრძოლა საზოგადოებამ მოიგო. ახლა დაიწყება ყველას წინააღმდეგ ქოცური ომი, ვინც აპროტესტებდა, მაგრამ მაინც ვეღარ მოგვერევიან.
„რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით“ – ლევან ალაფიშვილი
ამ კანონის შემოპარებასაც შეეცდებიან თავიდან, ყველა ხრიკს და ხერხს გამოიყენებენ, შეიძლება გადაგვაგდონ კიდეც,როგორც პროპორციულზე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩაისვარეს ,შეეშინდათ პროტესტის და უკან დაიხიეს, თუნდაც დროებით. ახლა ჩვენზეა, რომ ბოლომდე გადავახევინოთ რუსების პროექტი.
ისე, მართლა რა დღეში ჩაგაგდოთ იმ კაცმა? წარმომიდგენია,ხმამაღლა ვერა,მაგრამ გულში რა სიტყვებით ამკობთ,ვისაც ეს კანონი მიგაღებინეს?
აუ,რას იგინებით ალბათ)))) 78-დან ნახევარი მაინც,ოღონდ გულში?“,- წერს ინგა გრიგოლია.