ცოტა ხნის წინ, მომღერალ სოფო ბედიას ქმარმა, მიშა მესხმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ის იხსენებს 3 მარტს მომხდარს, რა დროსაც მიშა მესხმა სამოქალაქო აქტივისტსა და მუსიკოს დათა (ტორნადო) გაბუნიას ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფა მიაყენა.
მიშა მესხის აღნიშნულ ვიდეომიმართვას ასევე „ფეისბუკში“, სტატუსით ეხმიანება მისი მეუღლე, სოფო ბედიაც და წერს:
„ეს მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ მიშა მოძალადე და ქუჩაში თავდამსხმელია!!! ყოველთვის თავშეკავებული ვიყავი და არასოდეს არაფერს ვწერდი!!! ყველას ვუფრთხილდებოდი, იქითაც და აქეთაც!!! ჩვენ კიდე არავინ, მათ შორის ის კოლეგა-მეგობრები, ვინც ამ ჰიმნს მღერით და გვლანძღავთ!!! ვინც თავები ამოიცანით და ეთანხმებით დათო (ტორნადოს) ამაზრზენ საქციელს (ქალებს, დედებს და ყველას, ვინც ადამიანურად ვაზროვნებთ) პირადად გვაყენებთ შეურაცხყოფას, იგივეს მიიღებთ!!!
ვინც დამრჩით მეგობრებში და იწონებთ ე. წ. ჰიმნის ჩანაფიქრს, აორთქლდით აქედან!!! არც მე არ მიღირხართ მეგობრებში!!! სოფო ბედიას ქმრის დედ. ტ@.. ს ( შვილმკვდარი დედის, რომელიც გამწარებულია და იმას მიგინებს!!! განა@ვით ჩემი მეგობრობიდან!!! ის მბეჭდავი (კლავიატურის ლომები) ვირთხები კიდე ყურებზე ხახვს ვერავის დააჭრით!!! ფარჩაკებო!!! ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას (ნამდვილ ადამიანებს) ბოლომდე ვითმენდი ამათ თავგასულობას!“, – წერს სოფო ბედია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 3 მარტს, სამოქალაქო აქტივისტს და მუსიკოს დათა (ტორნადო) გაბუნიას ქუჩაში ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, მიშა მესხი დაესხა თავს, რაც თავად მესხმა „ფეისბუქზე“ დაადასტურა.