LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ჭყონია: “დედაენის ბარმა გააკეთა ის, რაც არ გააკეთა მთავრობამ…ეჭვი მაქვს, იმისთვის არის ამდენი რუსი შემოგზავნილი, რომ მოხდეს ქართველებს და რუსებს შორის დაპირისპირება და ეს გახდეს საბაბი ჩვენი პირდაპირი ოკუპაციის”

1881
BeFunky-collage

“დედაენის ბარის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოფო ჭყონია ეხმაურება.

ჭყონია აღნიშნავს, რომ “დედაენის ბარმა” გააკეთა ის, რაც არ გააკეთა საქართველოს მთავრობამ.

ამასთან, ჭყონია ამბობს, რომ თითოეულ ასეთ ბიზნესს, რომელიც ღიად უპირისპირდება ბოროტ ძალას, მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ.

“კიბერშეტევა ისევ გრძელდება, მაგრამ თქვენი გამალებული ჩართულობით გუგლმა მთელი საეჭვო აქტივობა წაშალა და მთელი ეს ორომტრიალი ცუდი სიზმარივით გაქრა” – დედაენის ბარი

“დედაენის ბარმა რაც გააკეთა არის გმირობა დღევანდელ სიტუაციაში. იმიტომ რომ ისინი იცავენ იმას, რასაც არ აკეთებს ხელისუფლება.

ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ თითოეულ ასეთ ინიციატივას და ასეთ ბიზნესს, რომელიც აი ასე პირდაპირ უპირისპირდება ძალიან დიდ, ბოროტ და საშიშ ძალას. ეს არის პროვოკატორების დიდი ჯგუფი, რომელიც რუსეთიდან შემოდის. ამას ჩვენი სახელმწიფო არანაირად არ აკონტროლებს.

ეჭვი მაქვს, რომ სწორედ ამისთვის არის ამდენი რუსი შემოგზავნილი საქართველოში, რომ მოხდეს არეულობა, მოხდეს ქართველებს და რუსებს შორის დაპირისპირება და ეს გახდეს საბაბი ჩვენი პირდაპირი ოკუპაციის.

რუსეთი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში აუცილებლად იქნება და საქართველო რუსეთის გარეშე არაფერი არ არის,” – ამბობს სოფო ჭყონია “ტვ პირველთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g