LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სოფო ჭყონიამ შეამჩნია ეს ბავშვი…უცებ მოხალისის ჟილეტი აიღო და ხალხის დასახმარებლად გაემართა…” – რას წერს ელენე ხოშტარია

3720
BeFunky-collage (6)

“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებას ამცნო, რომ დიზაინერ სოფო ჭყონიასთან ერთად უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე იმყოფება უკრაინელების დასახმარებლად, ლვოვის სადგურში არსებულ ვითარებაზე წერს სოციალურ ქსელში.

სოფო ჭყონიასთან ერთად უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ვარ – კარგი იქნებოდა გაგვეკეთებინა ქართული კუთხე, მაგალითად, ხაჭაპურით: ელენე ხოშტარია

“სადგურზე, სადაც ლვოვიდან მატარებელი ჩამოდის და ხალხის დიდი ნაკადია, მოწყობილია დახმარების ცენტრი. იქვე სადგურში ჩამოსულებს ახვედრებენ საჭმელს, სიმკარტებს, შინაური ცხოველებისთვის საჭირო ნივთებს, ჰიგიენის საგნებს…იქვე ხდება ხალხის გადანაწილება სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში. უამრავი ხალხი ირევა, უამრავი საჭიროებაა.

დედები მძიმე ჩანთებით და ბავშვის ეტლებით, დაღლილი მოხუცები, ეძებენ ინფორმაციას, ცდილობენ დაკვალიანებას. ხოდა, სადაც არ გაიხედავთ ყველა ადამიანის სახეზე დაინახავთ ისტორიას: დაღლილობა, დარდი, შემართება, გადარჩენის ინსტინქტი, ბევრი რამე.

ხოდა ამ ბევრ ისტორიაში Sofia Tchkonia-მ შეამჩნია ეს ბავშვი, რომელიც საორგანიზაციო ოთახთან ცოტა მორიდებით და თან ინტერესით ტრიალებდა. ვაკვირდებოდით ამ ბავშვს და უცებ დავინახეთ წავიდა აიღო მოხალისის ჟილეტი და გაემართა ხალხის დასახმარებლად.

აქ არის სიკეთე და სიმართლე, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს”, – წერს ელენე ხოშტარია.

სოფო ჭყონია: რუსო ბლოგერებო, ინსტაგრამზე რომ წუწუნს და ტირილს დაიწყებთ, ნახეთ ეს სურათი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g