„როგორც ყველა სხვა მოქალაქეს ექცევიან 7 დღეა, ისე შეათრიეს ნიკა მანქანაში“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას დაკავებით ვერ შეაშინებენ.
„დროას“ ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებს, ხმაურია – სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია დააკავეს
ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.
„ეს ჩვენ არ გვაშინებს, ეს არ არის ჩვენთვის პირველი. 12 წელია ნიკა ამ ბრძოლაშია. დარწმუნებული ვარ, რომ ამასაც გადაიტანს, კიდევ ბევრ რამეს გადაიტანს იმისთვის, რომ საბოლოოდ დადგეს მშვიდობა.
როგორც ყველა სხვა დანარჩენ მოქალაქეს ექცევიან უკვე 7 დღეა, ისე შეათრიეს ნიკა. ნიკაც ამ საზოგადოების ნაწილია, მაგრამ ამასთან ერთად არის პოლიტიკოსი და დარწმუნებული ვარ, ამას თავისი შედეგები მოჰყვება“, – ამბობს სოფო ლილუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გირჩი/დროას ოფისთან, სადაც ახლა პოლიციაა შესული და ოფისს ჩხრეკს, ცოტა ხნის წინ, ნიკა გვარამია დააკავეს. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულით არის დაკავებული.
ცნობისთვის, პოლიცია დღეს ოპოზიციური პარტიის ოფისებში ერთდროულად შევიდა.
სამართალდამცველები შევიდნენ ასევე „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში.
„ჩემთან პოლიციაა მოსული“ – ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა