LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ნიჟარაძე და მაია დარსმელიძე გიგა კვენეტაძეს დაუპირისპირდნენ: „გაყიდე „ა-სტუდიოს“ სიმღერებზე პატრიოტიზმი?..“

168

„ევროვიზიაზე“ უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების ნამდვილი ბრძოლა გაიმართა, თუმცა უკრაინელმა ჯამალამ სერგეი ლაზარევს არანირი შანსი არ დაუტოვა და გამარჯვებული გახდა. ამ ამბავმა რუსეთში დიდი დებატები და მსჯელობა გამოიწვია, მათ შორის ტელეეთერების საშუალებითაც. უკრაინის წარმომადგენლის პირველი ადგილი რუსეთში შეაფასეს, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წარმომადგენლები, ნიკა კოჩაროვი და Yound Georgian Lolitaz ევროფესტივალზე მეოცე ადგილს დასჯერდა, ქართულ სოციალურ ქსელებში მაინც აღტაცების შეძახილები ისმოდა, რადგან „ევროვიზიის“ მთავარი პრიზი უკრაინელმა მოიპოვა.

თუმცა ქართველებს შორისაც, მათ შორის ცნობილი ადამიანებიც გახლდნენ, არიან საპირისპირო მოსაზრების მქონენიც. მაგალითად, გიგა კვენეტაძე, რომელიც დიდი ხანია, რუსეთში მუშაობს და ცხოვრობს და დაწერა, რომ უკრაინის გამარჯვება პოლიტიკის გამო მოხდა.

მომღერალმა ჯაბა ქარსელაძემ პერსონალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ასევე აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებით, გამარჯვება ან ავსტრალიას ან რუსეთს უნდა მოეპოვებინათ, ვინაიდან „ევროვიზიაზე“ შოუ ყველაზე მნიშვნელოვანია.

ჯაბამ ასევე აღნიშნა:

„რაც არ უნდა მოგვწონდეს რუსეთი, მე ვფიქრობ, რომ მან კიდევ ერთხელ დაანახვა მსოფლიოს ,რომ ნამდვილი შოუს მოწყობა შეუძლია. სიმღერა რომ ცოტა უკეთესი ყოფილიყო, პირველზე არ გაიყვანდნენ, მარა მეორეზე ნამდვილად გავიდოდა! თუმცა რაა, Top 3-ში მოხვედრა ნამდვილად ძაან მაგარია!!! ნეტა, ოდესმე ჩვენ მაინც თუ გვეღირსება Top 3-ში მოხვედრა?!“

მაია დარსმელიძემ სოციალურ ქსელში ასევე გამოხატა საკუთარი აზრი და დაწერა:

„დიახ, პოლიტიკური კონკურსია „ევროვიზია“ და ევროპამ ხმა მისცა უკრაინას, ჯამალას, სიმღერით ყირიმზე…

რუსეთს კი „კრიმ ნაშ“ არა – იხვის ტოლმაო, უთხრა ; )

Congrats to Ukraine!“

მაიას ამ პოსტს გიგა კვენეტაძე გამოეხმაურა და აღნიშნა:

„ეს პოლიტიკოსებმა! და ევროპელმა ხალხმა რა უთხრა? პასუხი: ყირიმი და სევასტოპოლი რუსეთია და დაანებეთ ერთი ადგილის თამაშს თავიო…“

ამ კომენტარის შემდეგ მაია დარსმელიძის ამ პოსტის გარეშემო „ხელჩართული ბრძოლა“ გაიმართა. მაიამ გიგას დემაგოგი უწოდა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელისგან ამგვარი პასუხი მიიღო:

„მაია, მე ვამბობ, რომ ვაფასებ შენს და თითეული ადამიანის აზრს, თუმცა ვფიქრობ მეზობლის ლანძღვა გინება კარგს არაფერს მიგვიტანს, ასევე მინდა დავამატო, შორეულ ნათესავს ახლო მეზობელი მირჩევნია და ასევე ჩვენი პატრიარქი თითეულ მის გამოსვლაში მიგვიწოდებს, მივუტევოთ დამნაშავეს, ასე რომ ვფიქრობ ყველაფერი დროებითია და მთავარი, ნე შენ გაფასებ“.

დისკუსიაში სოფო ნიჟარაძე ჩაება, რომელსაც გიგა კვენეტაძის მოსაზრებები თავიდან ხუმრობა ეგონა, გიგას მორიგი კომენტარის შემდეგ კი პასუხად დაწერა: „გიგა, მართლა შეურაცხყოფა არც გამიფიქრია, უბრალოდ, ყირიმსა და სევასტოპოლზე ადვილად რომ გამოთქვამ შენს აზრს, აფხაზეთსა და ოსეთზეც იმავეს ფიქრობ? გაყიდე „ა-სტუდიოს” სიმღერებზე პატრიოტიზმი, თუ როგორაა საქმე?“

საბოლოოდ, დაპირისპირება იმით დასრულდა, რომ გიგა კვენეტაძემ და მაია დარსმელიძემ ერთმანეთი „ფეისბუქიდან“ წაშალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g