LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ნიჟარაძე: “ვარაზისხევში ასფალტი არ უნდა დაიგოს”

109

ბოლო ორი დღეა, არ წყდება გამოხმაურებები კახი კალაძის ინიციატივასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, თბილისის მერს აინტერესებს ქალაქის მოსახლეობის აზრი, უნდა შეიცვალოს თუ არა ვარაზისხევის აღმართზე ქვაფენილი ასფალტით. ამასთან დაკავშირებით მერიის ფეისბუქის გვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელში მონაწილეობაც უკვე 12000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. აზრი თემაზე სოცქსელში უამრავმა ცნობილმა სახემაც გამოხატა. მათ შორისაა სოფო ნიჟარაძეც. მომღერალი წერს, რომ მისი მოსაზრებით, ქვაფენილი არ უნდა აიყაროს – “არა! ეს ადგილი სულ იყო ქვაფენილის საფარით, იმიტომ, რომ ასეა საჭირო. დაანებეთ თავი!”

სოფოს მოსაზრებას მისივე პოსტის ქვეშ მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც წერენ, რომ ასფალტის დაგება ხმაურსა და მტვერს შეამცირებს, რაზეც სოფო პასუხობს:

“ამ ადგილას 15 წუთიც ვმდგარვარ, უფრო მეტიც საცობში, არ მაწუხებს არც მტვერი და არც ხმაური, პირიქით, როდესაც საცობი არაა, ავდივარ და ქვებზე საბურავების ხმა მესმის, მსიამოვნებს, მაგ ადგილის თავისებურებას აქვს მუღამი ზუსტად, თანაც ელბაქიძის შემდეგ ერთი დარჩა ქალაქში, დაუზიანებელი და დაანებონ თავი, კიდევ ამ ყველაფრის აყრას და თავიდან გაკეთებას, დროს, ახალ შემოვლით გზებს და ახალ დამატებით საცობებს რა გაუძლებს ამ შუა ცენტრში?! გააკეთონ გასაკეთებელი!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები