LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოხუმი“ ჰოლანდიაში – ემიგრანტი ქართველი ქალის გახსნილი რესტორანი ჰააგაში (ფოტოები)

1476
soxumi

„სოხუმი ჰოლანდიაში“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი „კვირის პალიტრა“, რომელიც ჰააგაში 2009 წელს გახსნილ ქართულ რესტორანზე წერს. სასტუმროს დამფუძნებელი ემიგრანტი ქალბატონი იზოლდა კვიციანია, რომელიც წარმოშობით სწორედ აფხაზეთიდანაა.

როგორც კვიციანი ყვება, „სოხუმი“ ჰოლანდიაში პირველი ქართული რესტორანი იყო.

„თავდაპირველად ძალიან გაგვიჭირდა – არავინ იცნობდა ჩვენს სამზარეულოს. გარდა ამისა, არ მყავდა პერსონალი და 15-18 საათი ვმუშაობდი. ბოლო წლებში გაგვიცნო ხალხმა და ბევრიც მოდის. დღეს პერსონალიც მყავს, მაგრამ კერძებს მაინც თვითონ ვამზადებ“, – ამბობს „სოხუმის“ დამფუძნებელი.  მისივე ინფორმაციით, რესტორანში ყველა კერძი ქართულია, ამასთან კვების ობიექტში სულ ქართული ჰანგები ისმის. რესტორნის გარეთ კი საქართველოს დროშა ფრიალებს.

„სოხუმის“ დამფუძნებელის თქმით, ჰააგაში ქართული რესტორნის სტუმრების 60% ადგილობრივები, ანუ ჰოლანდიელები არიან. თუმცა, აქ ხშირად მოდიან სტუმრები მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდანაც. მაგალითად, წელს „სოხუმს“ უამრავი სტუმარი ეწვია გერმანიიდან და პოლონეთიდან.

წყარო: გაზეთი “კვირის პალიტრა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g