რეჟისორ გიორგი ლიფონავას დაკავებას სოციალურ ქსელში სოფო ნიჟარაძე ეხმაურება.
მომღერალი ლიფონავას და ყველა დაკავებულს სოლიდარობას უცხადებს.
„მე მიმუშავია გიორგისთან და ერთი დიდი ბედნიერებაა მასთან ყოველი წამი
მიყვარს, პატივს ვცემ, საუკეთესოდ მიმაჩნია, როგორც პროფესიონალი, როგორც მოქალაქე.
მილიონი ახალი პროექტი უნდა ედოს წინ და დრო არ უნდა ქონდეს, აირჩიოს რომელი ერთი დაიწყოს, იმიტომ რომ რასაც აკეთებს, აკეთებს შეუდარებლად, ნაცვლად ამისა სამარცხვინო განაჩენის მოლოდინშია
სოლიდარობა და მხარდაჭერა გიორგის და ყველა დაკავებულს,“ – წერს სოფო ნიჟარაძე.
არსებული ინფორმაციით, რეჟისორი და „ფორმულას“ დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გიორგი ლიფონავას, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვას ედავებიან.
