LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის პარლამენტი დღეს პრეზიდენტის პოსტზე არმენ სარქისიანის კანდიდატურას უყრის კენჭს

80

სომხეთის პრეზიდენტის პოსტზე გუშინ კანდიდატურების წარდგენის ვადა ამოიწურა. ამის შესახებ სომხეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) პრესსამსახურში განაცხადეს.

„სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ და პარტია „დაშნაკცუთიუნმა“ პრეზიდენტის პოსტზე არმენ სარქისიანის კანდიდატურა წარადგინეს. პარლამენტის დღის წესრიგის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის საკითხის განხილვა დღეს, 10:30 საათზე დაიწყება,“ – განაცხადეს პარლამენტის პრესსამსახურში.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სომხეთში საკონსტიტუციო რეფორმა ამოქმედდება, რომლის თანახმად ქვეყანა საპარლამენტო წყობაზე გადადის. პირველად ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტს არა მოსახლეობა, არამედ პარლამენტი ირჩევს.

არმენ სარქისიანი 1953 წელს ერევანში დაიბადა და დიპლომატიურ სამსახურში მოსვლამდე კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1991-1995 წლებში სარქისიანი დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩის თანამდებობას, 1995-1996 წლებში – ბელგიაში, ვატიკანსა და ლუქსემბურგში სომხეთის ელჩის თანამდებობას, 1996-1997 წლებში კი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. 2013 წლიდან ის კვლავ დიდ ბრიტანეთში სომხეთის საელჩოს ხელმძღვანელობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g