სომხური გამოცემა Armenpress სომხეთის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით წერს, რომ სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე კანონპროექტს მოაწერა ხელი.
ცნობისთვის, სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი 9 იანვარს დაამტკიცა, რის შემდეგაც კანონპროექტი ქვეყნის პარლამენტს გადაეგზავნა. თავის მხრივ, სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი 26 მარტს მეორე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.