LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთში მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანს ბრალი წაუყენეს ტერორიზმის მომზადებაში, მასობრივი არეულობის წაქეზებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში

120
ბაგრატ გალსტანიანი

სომხეთში მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანს ბრალი წაუყენეს ტერორიზმის მომზადებაში, მასობრივი არეულობის წაქეზებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში – ამის შესახებ ადვოკატმა სერგეი არუთინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

არუთინიანის შეფასებით, ეს კიდევ ერთი პოლიტიკური დევნაა.

ადვოკატის თქმით, მთავარეპისკოპოს გალსტანიანის სახლის ჩხრეკის დროს იარაღი და საბრძოლო მასალა არ აღმოუჩენიათ.

„ვნახე საგამოძიებო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ფოტო, სადაც ჩანს იარაღი, გვერდით კი მისი დოკუმენტი. აშკარაა, რომ ის ეკუთვნის ადამიანს, რომელსაც, მაგალითად, აქვს ამ იარაღის ნებართვა“, – განაცხადა არუთინიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g