LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო ფხაკაძე: 2 კვირაში იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები გაუქმდეს

111
untitled-design-65 (1)

ვფიქრობთ, 2 კვირაში იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები, რაც არის, ისიც თანდათან გაუქმდეს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძემ აცხადებს. ის პრემიერთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

„ჩვენ დავაყენეთ ძალიან კონკრეტული საკითხი, დარჩენილი შეზღუდვები რაც არის, ამაზე ძალიან მალე ვიმსჯელოთ. ისევ და ისევ მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან ეპიდსიტუაციას მომავალი 2 კვირის განმავლობაში. ასევე, კორონავირუსის ახალი შემთხვევების პარამეტრებზე ვისაუბრეთ. ვფიქრობთ, 2 კვირაში იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები, რაც არის ისიც თანდათან გაუქმდეს”,-აცხადებს ფხაკაძე.

შესაძლოა, კომენდატის საათი შეიცვალოს - ბიზნესმა დაპირება მიიღო

"ჩვენ დღეს ერთ ნავში ვისხედით, ერთმანეთს ვაძლიერებთ"

პრემიერთან შეხვედრაზე საუბრობს “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძეც.

„დღევანდელი საუბარი ორი საკითხისგან შედგებოდა – კოვიდ-გამოწვევები, მთავრობა რას ფიქრობს, როგორ იხსნება დღეს ბიზნესები და როგორია პერსპექტივა. პრემიერმა ისაუბრა როგორ შეიძლება გაზაფულის ბოლოსთვის, ზაფხულში მთლიანი ბიზნესი გაიხსნას – ეს ერთი. მეორე საკითხი ეხებოდა საშუალოვადიან განვითარებას, თუ რას სტრუქტურული რეფორმები გატარდება, რომ ბიზნესი უფრო ეფექტიანი და კონკურენტული გახდეს, რათა ეკონომიკა გაძლიერდეს. ასევე რა ფუნდამენტური ცვლილებებია ეკონომიკაში საჭირო. პრემიერი მზად არის 24 საათის რეჟიმში შეხვდეს ბიზნესმენებს“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები