„ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ჟურნალ ,,EGO”-ს ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „წლის საუკეთესო ბიზნესმენად” დასახელდა. როგორც ”ფორტუნას” ”ვისოლ ჯგუფიდან” აცნობეს, აღნიშნული ჯილდო ფხაკაძემ ”ეგოსგან” უკვე მეორედ მიიღო.
ყოველწლიური დაჯილდოება EGO AWARDS 2015 29 თებერვალს. მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა. საზეიმო ცერემონიალზე გამარჯვებული პერსონები, კომპანიები და წარმატებული პროექტები ხვადასხვა კატეგორიაში დაჯილდოვდნენ. ნომინაციებში გამარჯვებულები ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდნენ.
