LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოუსი, რომელიც ნებისმიერ სალათას ჯადოსნურ არომატს მისცემს – რჩევები ქეთი ბაქრაძისგან

906
page

„ფორტუნას დილას“ კულინარი, ქეთი ბაქრაძე სტუმრობდა, მან სოუსის ინგრედიენტები გაგვანდო, რომელიც ნებისმიერ სალათას განსაკუთრებულ არომატს მიანიჭებს.

პანდემიის პერიოდში, ლოკდაუნების დროს, ერთგვარი თერაპია იყო კერძების მომზადება, ბედნიერების შეგრძნება გეუფლება ადამიანს, როდესაც შენს გაკეთებულს სხვას უზიარებ, ეს არის მთავარი. რაც შეეხება სალათას, სალათა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერძია ჩემთვის, მას კი სრულფასოვან სახეს აძლევს ის დრესინგი, რომლითაც ბოლოს იკმაზება. სალათას თავისი საიდუმლოებები აქვს. ახლა უამრავი საინტერესო ინგრედიენტი შემოვიდა, ჯანსაღი, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მაგალითად, ბურღულეული, ამარანტის ყვავილი, რომელიც ბევრ ცილას შეიცავს და არ აქვს გლუტენი. ბოსტნეულს დავჭრით, ქათმის ხორცს შევურევთ თუ სხვა რამეს, მას ჯადოსნურს ხდის სწორედ სოუსი. რაც მთავარია, ეს სოუსი უშუალოდ მაგიდასთან მიტანამდე უნდა მოასხა და 20-30-ჯერ კარგად უნდა ამოურიო.

დღეს ვაკეთებ სალათას, მაქვს საქონლის სუკი, შევურევ ავოკადოს, მანგოს, ბულგარულ წიწაკას, ხახვს და მოვასხამ ლაიმისა და ზეითუნის ზეთის სოუსს. ეს ყველა ინგრედიენტს თავის არომატს მისცემს.

ფრანგული სალათისთვის იყენებენ 1 ჩაის კოვზ შაქარს, ზეითუნის ზეთს, მარილს, პილპილსა და ცოტა ძმარს.

ლათინო-ამერიკული სალათისთვის, ზეითუნის ზეთს ურევენ ქინძსა და თაფლს.

იტალიელები ბალზამიკოსა და ზეითუნის ზეთს იყენებენ სოუსში.

აზიურ სამზარეულოში კი ერთმანეთს სეზამისა და სოიოს ზეთს ურევენ.

სხვათა შორის, ჩვენ ქართველებმაც დავიწყეთ დრესინგების კეთება, მაგალითად კახური ზეთით.

რეცეპტები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები