LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოზარ სუბარი: „ადრე მიწვეული ვიყავი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში პროექტის ხელმძღვანელად, რომელსაც აშშ, USAD აფინანსებდა და ამ გრანტის ნაწილი გამოყენებული იყო 2003 წლის ნოემბრის ამბებისთვის“

147
სოზარ სუბარი

„როდესაც რომელიმე გრანტი იმისკენ არის მიმართული, რომ სახელმწიფო არეულობა, გადატრიალება მოახდინოს, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, ვინ რას აფინანსებს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა ბათუმში, სადაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა მიმდინარეობს.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ წარსულში გრანტები თავად სუბარსაც აქვს მიღებული, სოზარ სუბარმა თქვა:

„როდესაც საუბარია ევროკავშირის გრანტებზე, მე, როგორც ჟურნალისტს და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს, არც ერთი ასეთი გრანტი არ მაქვს აღებული.

როგორც სახალხო დამცველის ოფისს, აღებული გვაქვს გრანტი, რომელიც ადამიანის უფლებების განმტკიცებას ემსახურებოდა, ძალიან კმაყოფილები ვიყავით, კარგ საქმეებს ვაკეთებდით.

უფრო ადრე, პროექტის ხელმძღვანელად მიწვეული ვიყავი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, USAD აფინანსებდა და ამ გრანტის ნაწილი 2003 წლის ნოემბრის ამბებისთვის იქნა გამოყენებული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარის თქმითვე, „ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი არ არის ერთიანი და ევროკავშირში არიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად არ ითვალისწინებენ ევროპულ ღირებულებებს და ადამიანები, რომლებსაც მართლაც ძლიერი ევროპა უნდათ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g