LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპაგეტი, თევზი და ორი ჭიქა წყალი – იაპონელ წყვილს რომში წახემსება 430 ევრო დაუჯდა

392
19012300-0-image-a-35-1569591982397

სპაგეტი, თევზი და ორი ჭიქა წყალი – ეს მენიუ, რომში იაპონელ წყვილს  არც მეტი, არც ნაკლები 430 ევრომდე დაუჯდა.

იაპონელმა ტურისტებმა ,,ინსტაგრამის“ გვერდზე ატვირთეს ჩეკის სურათი, სადაც ჩანს, რომ დამატებით 80 ევროს გადახდა მათ მომსახურების საფასურის გამო მოუწიათ.

ინციდენტი რომის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, ანტიკო კაფე გრეკო (Antico Caffe Greco) -ში მოხდა. ესპანეთის მოედნის სიახლოვის გარდა ამ კაფეს პოპულარობა მისი ისტორიითაც არის განპირობებული.

ალბათ, არ არსებობს დიდი მწერალი თუ მხატვარი, ვინც რომში სტუმრად ყოფილა და ამ კაფეში არ შემოუხედავს.

 

ანტიკო კაფეს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მენიუს სიძვირე იაპონელი ტურისტების არჩევანმა გამოიწვია.

“მომხმარებლებმა თავად აირჩიეს ძვირადღირებული, ახალი თევზი” – ამბობენ ადმინისტრაციაში.

ამ ისტორიულ კაფეს, TripAdvisor- ზე 200-ზე მეტ მიმოხილვაში, ტურისტები აკრიტიკებენ და წერენ, რომ მსგავსი შემთხვევები არაერთხელ მომხდარა და რომ, კაფე თაღლითური სქემით მუშაობს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g