LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალისტებმა საუკეთესო მომსახურების მქონე ავტობრენდები დაასახელეს

86

ამერიკულმა ანალიტიკურმა სააგენტო J.D.Power-მა ავტომოყვარულების სერვისული მომსახურებით კმაყოფილების დონე გამოავლინა. გამოკითხვაში მონაწილეობა 74 000 ამერიკელმა მიიღო. ყველა მათგანი ერთიდან სამ წლამდე ასაკის ავტომობილს მართავს.

იმისათვის, რომ სადილერო ცენტრების სასერვისო მომსახურების შეფასება მოეხდინათ, ავტომობილის მფლობელებმა რამდენიმე კითხვას უპასუხეს, რომლებიც მომსახურების, სასერვისო ცენტრის ადგილმდებარეობის, სარემონტო სამუშაოების ხარისხსა და სხვა მახასიათებლებს ეხებოდა.

ავტობრენდების შეფასება ნულიდან ათას ქულამდე შკალით ხდებოდა. აშშ-ში რეიტინგის ლიდერი პრემიუმ სეგმენტში იაპონური კომპანია Infiniti გახდა, რომელმაც 876 ქულა დააგროვა. მეორე ადგილი Porsche-ს ერგო, ტოპ სამეულს კი Audi, Cadillac და Lexus ასრულებენ, თანაბარი 871 ქულით. მასობრივ სეგმენტში პირველობა Buick-ს ერგო, მას Chevrolet და MINI მოსდევენ, მესამე პოზიცია კი GMC-ს ერგო.

ასევე ექსპერტებმა იმის გარკვევა შეძლეს, რომ ტექნიკურ სერვისზე ავტომობილის მფლობელებმა ჩაწერა ინტერნეტით დაიწყეს. კერძოდ, ასეთ მეთოდს 1981 წლის შემდეგ დაბადებული ადამიანები საკმაოდ აქტიურად მიმართავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები