„ტრანსფორმერების“ რეჟისორმა, მაიკლ ბეიმ სპეციალურად ფილმისთვის შექმნილი მორიგი ავტომობილი, პოლიციის Ford Mustang წარმოადგინა.
აღნიშული სპორტქარი ცნობილი პროექტის მეხუთე ნაწილში რობოტ ბარიკეიდად გადაიქცევა. სიახლის ტექნიკური მახასიათებლები დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ანალოგისგან ის ვიზუალით გამოირჩევა.
რამდენიმე კვირის წინ ბეიმ Chevrolet Camaro-ს წარმოადგინა. ავტომობილი სპეციალურად „ტრანსფორმერებისთვის“ კონცერნმა General Motors შექმნა.
შეგახსენებთ, რომ ფილმის “ტრანსფორმერები 5: უკანასკნელი რაინდი“ პრემიერა 23 ივნისს შედგება. მასში მთავარ როლებს მარკ უოლბერგი, ენტონი ჰოპკინსი და ჯოშ დიუამელი ასრულებენ.