„ახალ ნათებასა“ და ავეჯის სალონში „ფორუმი“, განახლებულ და მრავალფეროვან კოლექციებთან ერთად, სექტემბერში სხვადასხვა შეთავაზება დაგხვდებათ.
22 სექტემბრის ჩათვლით „ახალ ნათებაში“ 25%-იანი ფასდაკლებაა დეკორატიული გარე გამოყენების სანათებზე (იგულისხმება მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები, ლამპიონები, ბრები), მაგიდის სანათების სრულ კოლექციაზე კი 20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.
რაც შეეხება ავეჯის სალონს „ფორუმი“, აქ 25%-იანი ფასდაკლება დაგხვდებათ ევროპული ბრენდების რბილი ავეჯის სრულ ასორტიმენტზე, 20%-იანი ფასდაკლება კი საძინებელი, მისაღები და სასადილო ავეჯის შერჩეულ კოლექციაზე.
მომხმარებელს პროდუქციის შეძენა შეუძლია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ, კომპანიის ვებგვერდის მეშვეობით. მიწოდების სერვისი მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში „ახალი ნათება“ 25 წლის ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ბევრი საინტერესო შეთავაზება ელის როგორც სანათ საშუალებებზე, ასევე ავეჯზე.
სექტემბრის შეთავაზებების შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ კომპანიის „ახალი ნათების“ მარკეტინგის მენეჯერმა თაკო წიკლაურმა ისაუბრა: