რობი უილიამსი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მექალთანეა. ამის შესახებ ვარსკვლავი ხშირად ხუმრობს. Take That-ის ერთ-ერთი ტურნეს მსვლელობისას მიცემულ ინტერვიუში რობიმ შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: „გამიმართლა Take That-ში ყოფნით, ისევე, როგორც Spice Girls-ის ხუთი წევრიდან ოთხში ყოფნით“.
ამ ნათქვამს დიდი რეზონანსი მოჰყვა, რაც მოგვიანებით უილიამსმა განმარტა: „მე ვთქვი ხუთიდან ოთხი, რადგან ეს ციფრი კარგად მიდიოდა ხუმრობაზე, მაგრამ თუ ჩანაწერებს შეამოწმებთ, ყველა გაიგებს, რამდენი იყო სინამდვილეში! ღმერთო ჩემო, ისევ წამომცდა!“, – განუცხადა The Sun-ის ჟურნალისტებს უილიამსმა.
დასავლურმა მედიამ მომენტალურად დაიწყო ამ საქმის შესწავლა. შედეგად გაირკვა, რომ სინამდვილეში რობი არა ოთხ, არამედ სამ მათგანთან იწვა. ცნობისთვის, ერთ-ერთი იმ ორიდან, ვინც რობი უარით გაისტუმრა, დევიდ ბექჰემის მეუღლე, ვიქტორიაა.
