Opel-ის სპორტული ავტომობილი დამზადებულია უკანასკნელი, ოთხ-კარიანი ჰეჩბეკის ბაზაზე, რომელის გაუმჯობესებაშიც კომპანიამ Kissling Motorsport დაეხმარა. უახლესი ტექნოლოგიებით დატვირთული სპორტულ Astra კონკურენტუნარიანია როგორც გრძელ, აგრეთვე მოკლე სარბოლო გზაზეც.
კაპოტქვეშ ავტომობილს 2.0 ლიტრიანი, ტურბინაზე მომუშავე ძრავი აქვს, რომლის სიმძლავრეც 325 ცხენის ძალაა. თუმცა, ახალი სპორტქარის მთავარი ღირსება მისი წონაა, რომელიც 1,200კგ-ს შეადგენს.
ავტომობილი წინაწამყვანთვლიანია. თუმცა, მექანიკური 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, რომელიც პირდაპირ საჭეზეა დამონტაჟებული, საკმაოდ იოლს გახდის მის მართვას. გარდა ამისა, ჩვეულებრივ მოდელთან შედარებით, აბსოლუტურად შეცვლილია სამუხრუჭე სისტემა და თან მუხრუჭების დარეგულირება თავად მძღოლს შეუძლია.
როგორც ჩანს, გერმანელებმა გადაწყვიტეს კონკურენცია გაუწიონ ისეთ ავტომობილებს როგორიცაა Honda Civic Type R, Ford Focus RS, Seat Leon Cupra, რომლებიც მოწინავე პოზიციებს იკავებენ ყველაზე სწრაფი წინაწამყვანთვლიანი ავტომობილების ათეულში.
ახალი Opel Astra TCR-ს ფასი 95ათასი ევრო იქნება, ხოლო გაყიდვაში 2016 წლის თებერვალში ჩაეშვება.