სტრიმინგ-სერვისმა Spotify 2020 წლის ყველაზე პოპულარული სიმღერები, ალბომები და შემსრულებლები დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპ-ჰოპ არტისტმა The Weeknd „გრემის“ 63-ე დაჯილდოების ცერემონიალზე ვერცერთი ნომინაცია ვერ მოიპოვა, ის Spotify – ის 2020 წლის გამარჯვებული გახდა. ყველაზე ხშირად სწორედ მის კომპოზიციას, Blinding Lights უსმენდნენ.
მეორე ადგილზე Tones and I-ს ჰიტი Dance Monkey აღმოჩნდა.
მესამეზე კი Roddy Ricch-ის კომპოზიცია The Box.
ყველაზე პოპულარულ შემსრულებლებს შორის ბილი აილიში, ტეილორ სვიფტი, არიანა გრანდე, Bad Bunny, დრეიკი, J Balvin, Juice WRLD, ემინემი და ედ შირანი-ი მოხვდნენ. რაც შეეხება ალბომებს, წელს ყველაზე ხშირად მელომენები Bad Banny-ს ჩანაწერს Yhlqmdlg უსმენდნენ. მეორე ადგილზე კვლავ The Weeknd და მისი უახლესი ალბომი, After Hours გავიდა, მესამეზე კი პოსტ მელონის After Bleeding.