LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მიხეილ სააკაშვილის ოჯახს, მის პარტიას და მზად ვარ ყველა საპროტესტო მოქმედებაში ჩავერთო: ელენე ხოშტარია

112
ხოშტარია ელენე elene khoshtaria xoshtaria

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სრულ მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილის ოჯახს, მის პარტიას და მზად არის ყველა საპროტესტო მოქმედებაში ჩაერთოს.

ელენე ხოშტარია განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რაც შიმშილობის შემდგომ მკურნალობის არარსებობით არის გამოწვეული.

მიშას არ მოგაკვლევინებთ, სიტუაცია ზეკრიტიკულია – რა გეგმა აქვთ სააკაშვილის ძმებს

„შეძლება ფატალური შედეგი დადგეს – ოჯახის წევრებს ილია მეორესთან შეხვედრის დიდი სურვილი გვაქვს“: გიორგი სააკაშვილი

„მინდა საგანგებოდ გამოვთქვა ჩემი წუხილი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ის დიაგნოზი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გვესმის სპეცილისტებისგან, რომელთა შესვლა მასთან ძალიან დიდი პრობლემა გახდა, სრული, ობიექტური ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ გვაქვს, მაგრამ რაც გვესმის, ეს არის ანორექსია, შიმშილობის შემდგომი და მკურნალობის არარსებობის გამო გამოწვეული მძიმე, ძალიან საგანგაშო მდგომარეობა. მე თავად მაქვს გავლილი შიმშილობის პერიოდი და ამ ეტაპებს გავდიოდი, მათ შორის საჭმლის მიუღებლობის ბარიერებს. ჩემს შემთხვევაში, მკურნალობის პირობებში გამოსწორდა, მაგრამ ყველას, მათ შორის იმ ხალხს, რომელიც შეიძლება გულგრილად უყურებს ან ნდობის ნაკლება აქვს ამ პოლიტიზირებულ და პოლარიზებულ სიტუაციაში, გაითვალისწინონ, რომ ეს არ არის კაპრიზი, ან ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ეს არის კონკრეტულად შიმშილობის შემდგომი გართულება, რასაც ვუყურებთ მის შემთხვევაში და დაკავშირებულია ასევე მკურნალობის არარსებობასთან.

კეთილი ინებოს, ჭამოს კვერცხი და ხაჭო და პრობლემა დამთავრდება – კობახიძე სააკაშვილზე

შესაძლებელია სასჯელისგან გათავისუფლებაც, თუ განკურნების ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს – ბრეგაძე სააკაშვილის ოჯახის მოთხოვნაზე

რასაც ჩვენ ვისმენთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, ალბათ შეფასებაც რთულია ადამიანის სიტყვების, რომელიც პირველ რიგში, შეურაცხყოფს თავად ამის მთქმელს, შეურაცხყოფს ზოგადად, ადამიანს და ქვეყანას, როდესაც პრაქტიკულად, ადამიანის წამების პირობებში, შენ უბრალოდ სადისტურ განცხადებებს აკეთებ. ეს არის ძალიან დიდი ზიანის მომტანი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რადგან ჩვენ არ და ვერ უნდა ვიყოთ ქვეყანა, სადაც ნებისმიერი ადამიანის წამება, ცუდად ყოფნა, მთავრობის მხრიდან არის ასეთი სადიზმით გამოხმაურებული. ჩვენი, ყველას პრობლემა უნდა იყოს, მისი უფლებების ასეთი შელახვა.

მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ არის მხოლოდ მისი ოჯახის ან მისი პარტიის საკითხი. მე არ ვარ მისი პარტიის წევრი, აღარ მოვყვები ჩვენს განსხვავებულ ურთიერთობებს, მაგრამ მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელიც უყურებს რუსეთის, პუტინის თავდასხმას და აგრესიას თავისუფალ უკრაინაზე, რომელსაც რუსეთის, ამ დიდი ბოროტების თავდასხმა ახსოვს საქართველოზე, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, უმოქმედობა და ჩუმად ყოფნა ნამდვილად არ შემიძლია. ამიტომ, მე ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას მის ოჯახს, მის პარტიას ამ საკითხში და მზად ვარ ჩავერთო ყველა საპროტესტო მოქმედებაში. რა თქმა უნდა, უმოქმედობის უფლებას ჩემს თავს ვერ მივცემ. ერთხელ გადავდგი ძალიან რადიკალური ნაბიჯი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ეს არ ყოფილა ემოციური, ან სიტუაციური, ეს იყო იმ პრინციპის დაცვის აუცილებლობა, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ზოგადად, ადამიანობას სჭირდება, პირველ რიგში. ამიტომ, არ ვაპირებ გაჩუმებას, ან გაჩერებას და ჩავერთვები აბსოლუტურად ყველა მოქმედებაში, მისი უფლებების დასაცავად“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები