Stadler-ის მატარებლებში მგზავრებისთვის კვების სერვისი იქნება ხელმისაწვდომი. ”საქართველოს რკინიგზა” აცხადებს ინტერესთა გამოხატვას შტადლერის ტიპის ორსართულიან GRS-სერიის მატარებლებში საკვები პროდუქტებისა და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების რეალიზაციის დროებითი ნებართვის თაობაზე. დაინტერესებულ კომპანიას მიეცემა უფლება განახორციელოს პროდუქციის ამ მატარებლებში რეალიზაცია.
კომპანიებმა უნდა წარადგინონ მომზადებული შემოთავაზება 16 ივნისის 18:00 სთ-მდე, დალუქულ კონვერტებში საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციულ შენობაში . კერძოდ წინადადება უნდა მოიცავდეს:
· ინფორმაციას საკვები პროდუქტების მომწოდებელი/მწარმოებელი კომპანიის შესახებ;
· ინფორმაციას სარეალიზაციო პროდუქციის ასორტიმენტის შესახებ;
· ინფორმაციას სინდვიჩების, ბურგერების და სხვა გამომცხვარი პროდუქციის შემთხვევაში მათი შიგთავსის/ინგრედიენტების შესახებ;
· შემოთავაზებას ელექტრომატარებელში პროდუქციის რეალიზაციის ნებართვის (ერთ დახლზე) ყოველთვიური გადასახადის ოდენობის შესახებ, ლარში დღგ-ს გარეშე;
· წინასწარ წერილობით თანხმობას, რომ კომპანიის პროდუქციით გამოწვეულ შესაძლო ინტოქსიკაციაზე სრულად იღებს პასუხისმგებლობას მგზავრ(ებ)ის წინაშე;
· ინფორმაციას პროდუქციის სარეალიზაციო დახლის ზომებისა და დიზაინის შესახებ ან/და მის ფოტოებს (ელექტრონული ან ბეჭდური სახით);
· ინფორმაციას კომპანიის წარმომადგენლების ბრენდირებული ფორმების დიზაინის შესახებ და მის/მათ ფოტოებს (ელექტრონული ან ბეჭდური სახით);