LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლის ისტორიულ ცენტრში ავტომობილით გადაადგილება ფასიანი ხდება

191
სტამბოლი

სტამბოლის ხელისუფლება გადატვირთულ საავტომობილო მოძრაობასა და ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის ფარგლებში ქალაქის ისტორიულ ცენტრში მანქანით გადაადგილებისთვის გადასახადის შემოღებას გეგმავს. საპილოტე ზონად სულთანაჰმეტის მოედანი იქცევა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა თანხის გადახდა მოუწევთ კერძო ავტომობილების მფლობელებს ისტორიულ ცენტრში გადაადგილებისთვის.

აღნიშნული გადაწყვეტილება სტამბოლის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმიდან (SKUP) მომდინარეობს, რომლისთვისაც ქალაქის მთავრობამ დეკარბონიზაციის 26 სამიზნე კრიტერიუმი შეიმუშავა და პრიორიტეტად სარკინიგზო და მეტროს ქსელების გაფართოება დაასახელა.

სტმაბოლოს მერის, ეკრემ იმამოღლუს განცხადებით, აღნიშნული გეგმა მიზნად ისახავს ქალაქის მცხოვრებლების ცხოვრების გაუმჯობესებას, კერძო მანქანების გამოყენების შემცირებას და მოსახლეობის მოტივაციას, ნაკლებად გამოიყენონ გარემოსთვის ზიანის მომტანი ტრანსპორტი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g