დენიელ სტარიჯს მოპარული ძაღლი დაუბრუნეს.
ლოს ანჯელესის პოლიციამ ძაღლი მფლობელს დაუბრუნა. ბრიტანული „სანის“ ვერსიით, ლეკვი დამწყებმა ტრეპ-არტისტმა Killa Fame იპოვა.
რამდენიმე საათით ადრე რეპერმა ტვიტერზე სტარიჯის ძაღლის მსგავსი ოთხფეხას ფოტო გამოდო, ფეხბურთელი მონიშნა და მიაწერა, რომ ძაღლი მას ყავდა.
როგორც ჩანს, სახლის მძარცველებმა არ გარისკეს და ძაღლი მიატოვეს.
ვიდეოკამერების მიხედვით სახლში სამი ადამიანი შევიდა.
დენის ძაღლს ლაკი ლუჩი ქვია. ეს პომერანული შპიცია. სტარიჯმა ის სავარაუდოდ წელიწადნახევრის წინ შეიძინა. მას ინსტაგრამზე საკუთარი ექაუნთიც კი აქვს. ლუჩის უნიკალური შეფერილობა ქონია: პომერანული ჰასკის ფერებში.
ჩვეულებრივ პომერანული შიცები 400-1500 დოლარი ღირს, უნიკალურმა ეკზემპლარებმა შესაძლოა 4 ათასს მიაღწიოს. დენიელი 5-ჯერ მეტს იხდიდა საყვარელ ცხოველში.
ვინ ვის ყიდულობს და ვის ეჩალიჩება, რას გაიგებ.
დამიბრუნე ჩემი ძაღლი და ფულს მოგცემ რამდენიც გინდა - ამბები მოკლედ
ВВС და АВС-ის მონაცემებით, ძაღლი უკვე სახლშია. ფეხბურთელი კი ამერიკაში დასვენებას განაგრძობს. მისი კონტრაქტი „ლივერპულთან“ ამოწურულია.