23 თებერვალს მოსკოვში, Royal Arbat ბარში სტას მიხაილოვმა და ჟიგანმა ერთობლივი კლიპის ”სიყვარული-ნარკოზი”-ს საპრეზენტაციოდ დიდებული წვეულება გამართეს.
პრეზენტაციაზე მომღერლების ოჯახის წევრების გარდა იმყოფებოდნენ მეგობრები და რუსული შოუბიზნესის ცნობილი სახეები: ანა სიმენოვიჩი, ოგლა ორლოვა, კატია ლელი, Dj Smash და სხვა.
თუ აპლოდისმენტების მიხედვით ვიმსჯელებთ, კლიპმა სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა, თავად შემსრულებლები კი თანამშრომლობით კმაყოფილები ჩანდნენ.

”დიდი მადლობა ყველას! დღევანდელი საღამო მართლაც განსაკუთრებული იყო. ჩვენი ეს ვიდეო, დიდი ხნის წინ დაიგეგმა და როგორც იქნა სისრულეშიც მოვიყვანეთ.” – განაცხადა ჟიგანმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სტას მიხაილოვმა პრეზენტაციის გამო საგასტროლო ტურნე გააუქმა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ორივე შემსრულებელი ერთობლივი ნამუშევარისგან დიდ წარმატებას მოელის.