LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე მღებრიშვილი: „პუგაჩოვასთან ფოტო რატომ გადაიღეო – ვინც აპროტესტებთ, ეგ ტვინის რეცხვა რაც გადის, ის გააპროტესტეთ, თორემ ის ქალი საქართველოს გულშემატკივარია და ვერ იტანს პუტინის რეჟიმს“

177
სტეფანე მღებრიშვილი

რამდენიმე დღის წინ იურმალამ უმასპინძლა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – „ლაიმა. რანდევუ. იურმალა 2024“. ფესტივალის დახურვაში, ლაიმა ვაიკულეს მიწვევით, ლატვიის ორკესტრთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ნინო ქათამაძემ, ნიკოლოზ რაჭველმა და სტეფანე მღებრიშვილმაც.

ალა პუგაჩოვა ნიკოლოზ რაჭველს: „მაესტრო, თქვენ ხართ ნამდვილი ქართული გენია, გისმენდით და ვფიქრობდი, თუკი ოდესმე კვლავ მომიწევს სცენაზე გამოსვლა, ვიოცნებებ რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენთან ერთად მოხდეს“

ქართველი მუსიკოსების იურმალაში სტუმრობის დროს, რუს მომღერალ ალა პუგაჩოვასთან ერთად გადაღებულ ფოტოს საზოგადოების მხრიდან მოჰყვა არაერთგვაროვანი გამოხმაურებები, რომლებსაც სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„არხების გადართვას დავუყევი და 90 % რუსული არხებია და რაღაც რუსული მუსიკალური არხები.

„პუგაჩოვასთან ფოტო რატომ გადაიღეო“ – ვინც აპროტესტებთ, ეგ ტვინის რეცხვა რაც გადის, ის გააპროტესტეთ, თორემ ის ქალი საქართველოს გულშემატკივარია და ვერ იტანს პუტინის რეჟიმს.

დევნილია რუსეთიდან.

რაც შეეხება იმ ფესტივალს, სრულიად ანტირუსული მუხტით იყო გაჟღენთილი.

ზოგი შემსრულებლის დროს, პუტინის საშინელი კარიკატურები გადიოდა და ზოგ შემსრულებელზე, მიტინგებს როგორ არბევენ, ის.

მე კი მიჩვეული ვარ ხან ლანძღვას და ხან რას, მაგრამ მაინც დავწერე, რა ვიცი“, – წერს სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში.

არხების გადართვას დევუყევი და 90 % რუსული არხებია და რაღაც რუსული მუსიკალური არხები. პუგაჩოვასთან ფოტო რატომ გადაიღეო…

Posted by Stephane Mgebrishvili on პარასკევი, 02 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g