სტეფანე მღებრიშვილი ქართული ტელეარხების მიმართ პრეტენზიას გამოთქვამს და ახლახან გამოქვეყნებულ სტატუსში წერს, რომ მიცვალებულების ახლო კადრებით ჩვენება არაეთიკურია.
„ყველაფერში კულტურას რომ ითხოვთ… პრეტენზიული არხები ეთიკის ნორმებს რატომ არ იცავთ?! ბავშვები არიან ტელევიზორებთან და ახლო კადრებით მიცვალებულების ისეთ კადრებს აჩვენებთ, ჩვენთვის, დიდებისთვისაც რომ გასაფილტრია, რადგან ზოგს რა ტრავმა შეიძლება გვქონდეს და ზოგს – რა.
იქნებ, ამ რეიტინგის გამო ხოხვას დაანებოთ თავი და ხალხის ფსიქიკას გაუფრთხილდეთ!“
