LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეგოზავრის ყველაზე დიდი ჩონჩხი რეკორდულ თანხად გაიყიდა

153
8080

სტეგოზავრის ყველაზე დიდი და ყველაზე სრული ჩონჩხი ისტორიაში, სახელად აპექსი, Sotheby’s აუქციონზე გაიყიდა. თანხა კი ნამდვილად რეკორდული იყო, წერს The Guardian.

2022 წელს აპექსის ჩონჩხი დინოზავრებზე პროფესიონალმა მონადირემ ჯეისონ კუპერმა იპოვა. ჯეისონმა და მისმა მეგობრებმა ნარჩენების 70%-ს მიაგნეს, რაც სტეგოზავრისთვის დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ნაპოვნი დინოზავრის სიგრძე 8 მეტრს შეადგენს, სიმაღლე – 3,5 მეტრს.

კუპერმა სტეგოზავრის გაყიდვა გადაწყვიტა. სპეციალისტი შესაბამის ვაჭრობას Sothebey’s აუქციონთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში ამზადებდა. მოსალოდნელი იყო, რომ აპექსს 4-6 მილიონ დოლარად იყიდდნენ, თუმცა საბოლოო ფასი ბევრად მეტი – 44,6 მილიონი დოლარი აღმოჩნდა. ასეთმა ღირებულებამ ლოტი ოდესმე გაყიდულ ყველაზე ძვირადღირებულ დინოზავრად აქცია.

ვინ გახდა აპექსის ახალი მფლობელი – უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები