Stellantis-მა გამოაცხადა, რომ მომავალ ოთხ წელიწადში აშშ-ში 13 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გააკეთებს, რაც კომპანიის ისტორიაში უდიდესი დაბანდება იქნება.
ბრენდი 5 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს; ასევე განახლდება არსებული მოდელები — მთლიანობაში 19 მოდელი, რომლებიც უკეთეს ძრავებს და სხვა ტექნიკურ ნაწილებს მიიღებენ.
დამატებით, ინვესტიცია მოიცავს როგორც წარმოებას, ისე მიმწოდებლებისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებას.
გარდა ამისა, ახალი ინიციატივით შეიქმნება 5,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი აშშ-ის რამდენიმე შტატში.
ილინოისის ქარხანა თავიდან გაიხსნება და იქ დაახლოებით 3,300 ადამიანს დაასაქმებენ. ილინოისში Jeep-ის ორი მოდელის გამოშვება იგეგმება.
Stellantis ცდილობს შეამციროს იმპორტზე დამოკიდებულება — აშშ-ში ყოველ წლიურად დიდი რაოდენობით მანქანები შემოდის სხვა ქვეყნებიდან, რაც ახალი მოსაკრებლებით საბოლოო ფასს ძალიან ზრდის. ინვესტიციის ნაწილი მიმართულია იმაზე, რომ მეტი წარმოება იყოს ადგილობრივ ბაზარზე, რათა კომპანიები დამატებითი ხარჯებისგან დაცული იყვნენ.