LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტილის იდეალური შეგრძნება, მომაჯადოებელი ღიმილი და საოცარი „ლუქი“ – კირა ნაიტლის იშვიათი გამოჩენა

99
Untitled.pngSF

ლონდონში, Curzon Mayfair-ში „ევროპული კინოს ფესტივალი“ იმართება. ფილმის „შარლოტა“ პრემიერაზე კირა ნაიტლი მივიდა. 37 წლის მსახიობი, როგორც ყოველთვის დახვეწილი იმიჯით გამოჩნდა. მას შავი, ატლასის კაბა ამშვენებდა, რომელზედაც „შანელის“, თეთრ და შავ ფერებში გადაწყვეტილი „ბუკლეს“ პალტო ჰქონდა მოცმული. ის პაპარაცებს თავისი მომაჯადოებელი ღიმილით შეეგება.

კირა ნაიტლისა და მისი მეუღლის იშვიათი გამოჩენა – მსახიობმა „შანელის“ ჩვენებაზე გაიბრწყინა

ცნობისთვის, მსახიობის უკანასკნელი კინოპროექტი დეტექტიური ჟანრის ფილმი, „ბოსტონელი მახრჩობელაა“, სადაც კირა რეპორტიორის, ლორეტა მაკლაფლინის როლს ასრულებს.

ფოტო: „წინ საოცრად დაძაბული და შთამბეჭდავი დეტექტივი გველოდება“ – კირა ნაიტლი ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე შეუდარებლად გამოიყურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები