LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტილისტმა 640 კმ გაიარა ფალკაოსთვის რევოლუციური ვარცხნილობა რომ გაეკეთებინა

98

რადამელ ფალკაოს სტილისტმა 640 კმ გაიარა, რათა ”ჩელსის” ფორვარდისთვის თმები დაევარცხნა.
პარიკმახერი მანჩესტერიდან ლონდონში გაემგზავრა.

”ფალკაოს” ბრაზილიური ვარცხნილობა მოსწონს. ეს პროცედურა რევოლუციურია. ის არბილებს და ასწორებს თმებს, რაც კლიენტს საშუალებას აძლევს ვარცხნილობას მარტივად გაუმკლავდეს”, – მოყავს Daily Mail-ს ფალკაოს სტილისტის სიტყვები.
Blow Dry – გახლავთ თმის ვარცხნილობა კერატინის გამოყენებით.

თმის მოდურად თუ რევოლუციურად დავარცხნა კარგია, მაგრამ ფალკაოს ინგლისის ჩემპიონატში სულ რაღაც 9 მატჩი აქვს ნათამაშები და ერთი კინკილა გოლი გატანილი. არადა, იყო დრო, მთელი მსოფლიო მის ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g