LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტიქიამ ძლიერ დაგვაზარალა“ – ლაგოდეხში ძლიერმა ქარმა ასწლოვანი ხეები მოგლიჯა,  ერთ-ერთი ხე ვიზიტორთა ცენტრს დაეცა 

181
Untitled design (2)

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

ქარმა ხეები მოგლიჯა. ერთ-ერთი ხე კი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრს დაეცა.

შემთხვევის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი აქვეყნებს:

„გუშინდელმა სტიქიამ ძლიერ დაგვაზარალა, მთავარია, არავინ დაშავებულა“, – წერს გიორგი სულამანიძე ფეისბუკში.

 

გუშინდელმა სტიქიამ ძლიერ დაგვაზარალა, მთავარია არავინ დაშავებულა

Posted by Giorgi Sulamanidze on სამშაბათი, 06 ივნისი, 2023

 

ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა სატვირთო მანქანას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფი.

ლაგოდეხის მერის მოადგილე ნინო ბატიაშვილი აცხადებს, რომ მერიის მუდმივმოქმედი კომისიის წევრები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს შესაბამისი ზიანის აღწერა.

 

ფოტო სლაიდზე: გიორგი სულამანიძე. ჟანა დიდებაშვილი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები