LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტირლინგ მოსის Aston Martin აუქციონზე 10 მილიონად გაიყიდება

23

აუქციონს სახლი “Bonhams” მოახლოებულ აუქციონზე გასაყიდად უნიკალურ ლოტს, Aston Martin DB3S წარადგენს. ეს ის ავტომობილია, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა პოპულარული მრბოლელის, სტირლინგ მოსის წარმატებაში.

ავტომობილი 1954 წელს გამოჩნდა და ის სპეციალურად Aston Martin-ის იმდროინდელი მმართველის, დევიდ ბრაუნისთვის დამზადდა. DB3S-ის შასი ექსპერიმენტალური გახავთ და მინაბოჭკოვანი დეტალებისგან შედგება, რამაც მის სიმსუბუქეს შეუწყო ხელი.

იმავე წელს ავტომობილი Aston Martin-ის სარბოლო გუნდს გადაეცა, რადგან 1954 წელს გამართულ ლე-მანის ჩემპიონატზე 3 DB3S-დან სამივე დაიმტვრა. მას შემდეგ, რაც მმართველის ავტომობილი ინჟინრებმა ტრეკზე გასვლისთვის მოამზადეს, მის შესახებ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა.

ავტომობილის საჭესთან იჯდნენ ისეთი პოპულარული მრბოლელები, როგორებიც იყვნენ: როი სალვადორი, პიტერ კოლინზი და სერ სტერლინგ მოსი. მათ არაერთი ჯილდო და მედალი აქვთ მოპოვებული Aston Martin DB3S-თან ერთად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები